თეგებით ძიება
22. 12. 2020 მსოფლიო

დედამიწის ყველა კონტინენტი კოვიდინფიცირებულია- კორონავირუსმა ანტარქტიდის კონტინეტზეც შეაღწია-ინფიცირებულია 36 ადამიანი

კორონავირუსმა ანტარქტიდის კონტინეტზეც შეაღწია და ჩილეს კვლევით ბაზაზე მოქმედი მომსახურე პერსონალი დაიინფიცირა. გავრცელებული ინფორმაციით, გენერალ ბერნარდო ო’ჰიგინს რიკელმეს ბაზაზე 36 ადამიანის კოვიდ 19 დაუდასტურდა. დაავადების გავრცელება მოხდა 27 ნოემბერს ჩილედან ჩასული საზღვაო ხომალდ სარგენტო ალდეადან.

როდესაც ხომალდი 3 კვირის შემდეგ დაბრუნდა პორტ ტალკაჰუანოში, ეკიპაჟის რამდენიმე წევრს კოვიდ 19 დაუფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ო ჰიგინსის ბაზაზე 26 სამხედრო მოსამსახურესა და სხვა 10 კონტრაქტორ მუშაკს, რომლებიც ტექნიკუს მომსახურებას ახორციელებდნენ, დიაგნოსტიკის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, არც ერთი ინფიცირებულის მდგომარეობაა მძიმე არაა და თითოეულ მათგანზე მიმდინარეობს სამედიცინო მკურნალობა და დაკვირვება.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა