23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს რთული გადაწყვეტილების მიღებასაც კი ადვილად შეძლებთ. თქვენი ემოციები საპირისპირო პოლუსებთანაა, რაც საქმის გამარტივებაში დაგეხმარებათ.
უჩვეულოდ ადვილად ახერხებთ სწორი გზის დანახვას. ერთადერთი პრობლემა შეიძლება საყვარელ ადამიანებს უკავშირდებოდეს, რომლებსაც რთული პერიოდი აქვთ. შესაძლოა, მათი პრობლემების გადასაჭრელად მოთმინება არ გეყოთ და ვერც აუცილებელი რჩევით დაეხმარებით.
კურო
თუ დროებითი კრიზისი შეიქმნა, ჩვეულებრივისა და ყოველდღიურის ჩარჩოებიდან უნდა გამოხვიდეთ. როდესაც კრიზისული პერიოდი დასრულდება, თქვენ უამრავი დრო გექნებათ ახლობელი ადამიანებისთვის საკუთარიპოიზიციის გაზიარებისთვის. ეცადეთ მაქსიმალურად ობიექტური იყოთ.
ტყუპები
გირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. თვალყური ადევნეთ, რას და რამდენს მიირთმევთ, ვარჯიშობთ თუ არა. მალე მიხვდებით, რომ უმტკივნეულო ცვლილებების დახმარებით შეგიძლიათ საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ და თავი საუკეთესოდ იგრძნოთ. იზრუნეთ საკუთარ სხეულზე ისე, თითქოს ეს თქვენი ერთადერთი საზრუნავი იყოს. გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.
კირჩხიბი
ამ დღეს ემოციურმა დაძაბულობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ. თუ გრძნობთ, რომ ზედმეტად მგრძნობიარე ხდებით, გახსოვდეთ, რომ საქმე მხოლოდ იმაშია, რას გრძნობთ საგნებისა და ადამიანების მიმართ. ახლობელი ადამიანის სიტყვები შეიძლება უხეშად ჟღერდეს, მაგრამ თუ მის ნათქვამს ობიექტურად გააანალიზებთ, დარწმუნდებით, რომ ეს თქვენივე სიკეთისთვის ითქვა. ეს არ არის საუკეთესო დღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. თქვენი მსჯელობა რამდენადმე ბუნდოვანი და გაუგებარი იქნება.
ლომი
შეიძლებ ამ დღეს იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ - სად ქრება ფული? კარგი იქნება თუ არა მარტო კითხვაზე პასუხს იპოვით, არამედ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალსაც მონახავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი საფულე ნამდვილ შავ ხვრელად გადაიქცევა. თუ მარტოხელა ხართ, გამორიცხული არ არის შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი ცხოვრების თანამგზავრი გახდება.
ქალწული
დღეს ქალწულებმა ზუსტად იციან ვინ, რა, როდის და რატომ უნდა გააკეთოს. თქვენიცით ის, რაზეც თქვენს გარშემო მყოფებს წარმოდგენა არ აქვთ, ამიტომ ეს არ იციან, უნდა დაარწმუნოთ საკუთარი პოზიციის სისწორეში. სწორედ აქედან მომდინარეობს შესაძლო კონფლიქტები. თქვენი დღე ნაყოფიერი იქნება და წარმატებასაც მალე მიაღწევთ. საღამოს, საკუთარი ფინანსების შესახებ წარმოუდგენელ სიახლეს შეიტყობთ.
სასწორი
საუკეთესო, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ, ეს საკუთარ თავზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ფიქრია. გამონახეთ დრო, რომ მასაჟი გაიკეთოთ ან სილამაზის სალონში წახვიდეთ. გაატარეთ დრო საკუთარი ჯანმრთელობის სასარგებლოდ. ეთერზეთოვანი აბაზანის მიღება კარგი იდეა იქნება. კიდევ ერთი რჩევა ვარსკვლავებისგან - შეეცადეთ სხვების საქმეში არ ჩაერთოთ. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.
მორიელი
საღამოს, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, ამიტომ, ეცადეთ ყველა ვარიანტი გაითვალისწინოთ, სანამ აზრს გამოთქვამთ და მით უმეტეს, იმოქმედებთ. ყველაფრის მიუხედავად, გადამწყვეტი ზომების მიღებისას, პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ. ამისათვის საკმარისი ძალა გექნებათ და ვარსკვლავებიც მხარს დაგიჭერენ.
მშვილდოსანი
ეცადეთ ბოლოდროინდელი დადებითი თუ უარყოფითი მოვლენები შეაჯამოთ და გადაწყვიტოთ რა უნდა შეცვალოთ საკუთარ თავში, რომ მომავალი უფრო წარმატებული იყოს. სავარაუდოდ, პირად ცხოვრებაში არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. შესაძლოა, ზოგიერთი ასპექტი აღარ გააკმაყოფილებთ და დამატებითი ცვლილებების განხორციელება დაგჭირდეთ. თვითანალიზი სასარგებლო იქნება კეთილდღეობის მიღწევისთვის, რასაც ასე დიდი ხანია ცდილობთ.
თხის რქა
შესაძლოა, რამდენიმე კონფლიქტში ჩაგითრიონ. მაშინაც კი, თუ ცდილობთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, დიდი შანსია, რომ წარმატებას ვერ მიაღწიოთ.
ეცადეთ სიბრაზემ არ დაგიმორჩილოთ და ცივი გონებით, რაციონალური არგუმენტების გამოყენებით იმოქმედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კარგი მეგობარი დაკარგოთ. დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია - ურთიერთობის შენარჩუნება ან საკუთარი პოზიციის გამოხატვა.
მერწყული
ეცადეთ პირადი ცხოვრების დამალვა ისწავლოთ. გახსოვდეთ, რომ ყველა, ვისაც თქვენი ცხოვრება აინტერესებს, საუკეთესო განზრახვით არ მოქმედებს. შესაძლოა, საიდუმლომ, რომელსაც ახლობელ ადამიანს გაუმხელთ, იმის ყურამდე მიაღწიოს, ვინც ამის შესახებ არაფერი უნდა იცოდეს. თქვენ უნდა გახდეთ უფრო ჩაკეტილი და ენდოთ მხოლოდ მათ, ვინც ნამდვილად გიფასებთ.
თევზები
პროფესიულ საქმიანობაში ხელმძღვანელობის აღიარება,ხოლო პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანი გელით, რომელიც ისეთს შეგიყვარებთ, როგორიც ხართ. ყველასთვის ცნობილია, რომ პრობლემასთან გამკლავებას სწრაფად და მინიმალური დანაკარგების გარეშეახერხებთ. სწორედ ეს თვისება კონკურენტებს გაასწროთ და ლიდერის პოზიცია დაიკავოთ.