ლარი გაუფასურდა
ეროვნული ბანკის ცნობით, 22 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2684 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2660 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.24 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.9979 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9662 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.17 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4289 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.3908 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 23 დეკემბრიდან შევა ძალაში.
წყარო:pia.ge