თეგებით ძიება
22. 12. 2020 ბიზნესი

აჩუქე მეგობარს ლაკას დეკორაცია - ლაკა წერეთელი მომხმარებლებს დეკორატიულ ხაზს, "Laka Decorations” სთავაზობს

#წინასაახალწლოსაჩუქარიბიზნესს - TIA.GE ივენთ-კომპანია "Laka"-ს დამფუძნებელს, ლაკა წერეთელს გაგაცნობთ.

"ცხოვრება დღესასწაულია! ის გამღებია, რომელიც ადამიანს უხვად ასაჩუქრებს სხვადასხვა შესაძებლობებით, ვფიქრობ, რომ ადამიანი ყოველთვის მაძიებელია იმის, რაც არ არის კონკრეტულ ვითარებაში ხელით შესახები, ხილული...
პერიოდულად, რამოდენიმეჯერ მქონდა პროფესიული რესტარტი, რამაც ჩემი ცხოვრება გახადა უფრო საინტერესო. დღესასწაულების მოწყობა იყო ჩემი ჰობი, რომელიც შემდგომში ვაქციე საქმედ. საუკეთესო გადაწყვეტილება და დიდი ფუფუნებაა აკეთო საქმე, რომელიც ძალიან მოგწონს და გიყვარს. ყოველთვის მქონდა სურვილი ჩემს ქვეყანაში შემექმნა ისეთი კომპანია, რომელიც ადამიანებს გააბედნიერებდა. ასე დაიბადა ივენთ კომპანია "Laka", რომელიც საერთაშორისო მაშტაბით ქმნის სხვადასხვა ტიპის დღესასწაულებს.

2014 წლიდან მოყოლებული, წარმატებით ვანხორციელებ სხვადასხვა პროექტებს (საქორწინო ფესტივალები, სხვადასხვა ტიპის სასკოლო ღონისძიებები, კორპორატიული წვეულებები და ა.შ.) წლების განმავლობაში კომპანია გაიზარდა, დღესასწაულების ორგანიზების გარდა, დაიბადა ახალი წარმატებული პროექტები: საქორწინო სერვისი "Laka Wedding”, ქალთა კლუბი, “Woman’s club Laka” და საავტორო, ონლაინ სკოლა "Laka Event School” - "გაბედე რესტარტი“ - ჩემი საავტორო სკოლის მასტერკლასის დასახელებაა", - განაცხადა ლაკა წერეთელმა TIA.GE-სთან საუბრისას.

აჩუქე მეგობარს ლაკას დეკორაცია - ლაკა წერეთელი მომხმარებლებს დეკორატიულ ხაზს, "Laka Decorations” სთავაზობს


გარდა ჩამოთვლილი პროდუქტისა, კომპანია "ლაკა" მომხმარებლებს საახალწლო-სადღესასწაულო აქსესუარებს და დეკორაციებსაც სთავაზობს.

- როდის შეიქმნა "Laka Decorations”?

- 2020 წელს მსოფლიოში შექმნილი ეკონომიური, მძიმე მდგომარეობა მტკივნეულად აისახა ჩემს პროექტებზე. სწორედ ამიტომ, გავბედე საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გამომეწვია და შემექმნა Laka-ს დეკორატიული ხაზი "Laka Decorations”. ცნობილია, რომ მხოლოდ კრიზისის დროს იბადება ახალი იდეები!

კამპანიის ლოზუნგია: "აჩუქე მეგობარს ლაკას დეკორაცია“, - რომელიც მეგობრებმა აიტაცეს და ჩემთან ერთად გახდნენ ამ ბედნიერების შემქმნელები და გამზიარებლები.


ყოველთვის საჭიროა ფეხ და ფეხ მიყვე დროს, მასში შექმნილ ტენდენციებსა და ახალ ინოვაციებს!

"Laka Decorations” ხელნაკეთი დეკორაციები შეგიძლიათ ნახოთ კომპანიის ფეისბუქ გვერდზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა