თეგებით ძიება

იმისათვის, რომ 2024 წლისთვის მოვითხოვოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, ქვეყნის ინფრასტრუქტურა შესაბამის ფორმაში უნდა იყოს - გახარია

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია თავის პროგრამაში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამისთვის თავად ქვეყანა უნდა იყოს მზად. როგორც მან განმარტა, პირველ რიგში ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურაა წესრიგში მოსაყვანი:
„პირველ რიგში, ეს არის გზები, წყლის ინფრასტრუქტურა, კიდევ ბევრი რამ, თუმცა მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გეგმავს დამატებით 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას. ეს არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8%, რომელიც ყოველწლიურად აუცილებლად უნდა იყოს ინვესტირებული ქვეყნის ინფრასტრუქტურაში. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ 2024 წლისთვის უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, დამსახურებულად მოვითხოვოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურა შესაბამის ფორმაში უნდა იყოს, განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ ინფრასტრუქტურაზე.
ამას დასჭირდება ბევრი საკანონმდებლო ცვლილება და ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გახარიამ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა