თეგებით ძიება

დიტო სამხარაძე აცხადებს, რომ შვილის ლიკვიდაციით ემუქრებიან

მმართველი გუნდის დეპუტატი, დიტო სამხარაძე აცხადებს, რომ შვილის ლიკვიდაციით ემუქრებიან. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

„20 საათი დაგრჩათ, ლომჯარიას, გიგაურს, 5ლე ჯაფარიძეს, გვარამიას და ყველა ჩირქიანს, რომლებიც სანაცეთში ყარხართ, მომითრიოთ ჩემი შვილის ლიკვიდაციის მუქარის მომწერი! 20 საათი, თუ არა და მე თვითონ ამოვარჩევ თქვენში დამკვეთს! ყველანი ხართ ამაზე წამსვლელები, ამიტომ დიდად არ შევცდები! თქვენ გგონიათ, ამით გამაჩერებთ? პირიქით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენი მოთესლება ხელისუფლებაში არ შეიძლება და ნებისმიერი ფორმით და ხერხით უნდა აღვკვეთოთ თქვენი მცდელობები,  აჯობებს თქვენ არ იყოთ, ვიდრე საქართველო გაქრეს.  გპირდებით, გაგამწარებთ, არ გემუქრებით, გაფრთხილებთ,“ - წერს დეპუტატი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა