თეგებით ძიება

"ნაციონალური მოძრაობას" ვუწოდებთ ომისა და ღალატის პარტიას, თუმცა ამასთან ერთად ეს პარტია არის სიძულვილის პარტია - კობახიძე

ზოგადად, ბულინგი, სიძულვილი, აგრესია არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელსაც აქტიურად იყენებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ ამ პარტიას ვუწოდებთ ომისა და ღალატის პარტიას, თუმცა ამასთან ერთად ეს პარტია არის სიძულვილის პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ისინი სიძულვილით მოქმედებდნენ თავის დროზე, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ახლაც იმავეს აკეთებენ ოპოზიციის რიგებიდან.

„ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ომის ნაცვლად, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის ერთგულება ღალატის ნაცვლად და ჩვენ გვჭირდება სიყვარულით გაერთიანება სიძულვილის ნაცვლად“, - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა