20–26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი:
ვერძი
ნებისმიერ პრობლემას დამოუკიდებლადაც ადვილად გაუმკლავდებით. სასიყვარულო ურთიერთობებში, ადრე მიუღწეველ სიმაღლეებს დაიპყრობთ და თავს გამარჯვებულად იგრძნობთ. ახლო მოგზაურობა, სასიამოვნო და სამახსოვრო იქნება.
კურო
მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ ინტელექტი და გამოცდილება. ადრე დაშვებული შეცდომები შეიძლება რჩეულთან ურთიერთობის გამწვავების მიზეზი გახდეს. დასვენებისათვის უმჯობესია ბუნებაში სეირნობა.
ტყუპები
ნებისმიერი წამოწყება წარმატებას გპირდებათ. ეცადეთ გამოცდილი ხალხისგან მიიღოთ რჩევა, მხარდაჭერა და დახმარება. პირადი პრობლემებისა და გაუგებრობების გარკვევისას, ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე უარს ნუ იტყვით.
კირჩხიბი
გაზრდილი ინტელექტუალური შესაძლებლობები, კარიერაში წარმატებებს გიქადით. ნუ გარისკავთ. ფინანსები წესრიგში გქონდეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ საყვარელ ადამიანს. მოგზაურობა მეტად ხალისიანი გახდება ოჯახის წევრებთან ერთად.
ლომი
სასიყვარულო ურთიერთობები თქვენზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებთ მათ, თუ დაანგრევთ. მოგზაურობისას გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე. მოერიდეთ დიდ ხარჯებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად აუცილებელია დასვენება და სრულფასოვანი ძილი.
ქალწული
გაიზრდება ახალი შთაბეჭდილებების და მძაფრი შეგრძნებების სურვილი. სასიყვარულო ურთიერთობა არაერთგვაროვანი და პერიოდულად გაუგებარიც მოგეჩვენებათ. სამსახურებრივი გაუგებრობების გამო, შესაძლოა გადაიდოს მოგზაურობა.
სასწორი
შესაძლოა მიიღოთ ახალი შემოთავაზებები. გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებები და ხელშეკრულებები მომავალში კარგ პერსპექტივებს გპირდებათ. საყვარელი ადამიანის მიმართ ყურადღება გამოიჩინეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებრობები კონფლიქტების მიზეზი გახდება.
მორიელი
გაუმჯობესდება განწყობა, გაგიჩნდებათ მოქმედების სურვილი. მომხიბვლელობა დაგეხმარებათ ახალი კავშირების დამყარებაში. მიუხედავად ამისა, ნუ აჰყვებით ცდუნებებს, ჭორებს, მოერიდეთ ფარულ ქმედებებს და ნუ შეიცვლით ცხოვრებისეულ მიზნებს.
მშვილდოსანი
თამამად მოქმედების პერიოდია, რის შედეგად წარმატება ელის თქვენს საქმეებს. კარგი პერიოდია უცხოელებთან ან უცხოეთში მყოფ მეგობრებთან საქმიანი მოლაპარაკებების გასამართად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მეტად სტაბილური გახდება.
თხის რქა
კარგი დროა იმიჯის შესაცვლელად, რადგან მასზე დიდწილად იქნება დამოკიდებული თქვენი კარიერული წინსვლა. გაგიადვილდებათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, რის გამო შესაძლოა რადიკალურად შეცვალოთ სამსახური, პირადი ცხოვრება ან სასიყვარულო ურთიერთობა.
მერწყული
კარგი დროა კარიერული წინსვლისათვის. ახალი საქმიანი წინადადებები და ურთიერთობები ფინანსური კეთილდღეობის საწინდარი გახდება. ერიდეთ რისკსა და ავანტიურულ საქმეებს, რადგან ეს ცუდად აისახება პირად, სასიყვარულო და ოჯახურ ურთიერთობებზე.
თევზები
გაგიძლიერდებათ ფანტაზიის უნარი და გონებრივი შესაძლებლობები. მოიმატებს ახალი და საინტერესო იდეების რაოდენობა. საზოგადოებრივ ცვლილებებს ინტუიციურად შეიგრძნობთ. მომთმენი იყავით კრიტიკისა და წინააღმდეგობების მიმართ.