თეგებით ძიება

"4 ბინა იყიდე, მე-5 შვილი საქსაფონზე უკრავს, სხვას აწუხებს და ამიტომ მიწას იტაცებ..."- კალაძე მოქალაქეებს

დედაქალაქის მერის მტკიცებით, მოქალაქეების ნაწილს, რომლებიც სახელმწიფო მიწებს უკანონოდ იტაცებენ, არაერთი საცხოვრებელი სახლი აქვთ.

მისივე თქმით, სახელმწიფო მიწის დატაცების არგუმენტად არ გამოდგება ის, რომ ხუთი შვილიდან ოთხს აქვს ბინა და ერთი საცხოვრებლის გარეშე რჩება.

"ბოლო მოკვლევებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ბევრ მათგანს, ვინც სახელმწიფო მიწებს იტაცებს საცხოვრებელი სახლები აქვს - სხვადასხვა ქალაქებში, რაიონებში, თბილისში. ის ვერ იქნება არგუმენტი, მე ჩემს ოთხ შვილს ოთხი ბინა ვუყიდე და მეხუთე ისე მრჩება და სახელმწიფო მიწა უნდა მივიტაცოო, ეს დამოკიდებულება არაფერში ჯდება. ღმერთმა ყველას ასი ბინა აყიდინოს, მაგრამ არგუმენტად რომ მოგყავს, ოთხი ბინის ყიდვა შეძელი და მეხუთე შვილი ფორტეპიანოზე უკრავს თუ არ ვიცი, საქსაფონზე უკრავს და მეზობლებს აწუხებს ამის გამო მიწას იტაცებ, არაფერში ჯდება ეს დამოკიდებულება", - თქვა დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა