ტელეკომპანია "იმედი" რამდენიმე ტელეწამყვანმა დატოვა, მათ შორის არიან ზურა ბალანჩივაძე და ეკა ამირეჯიბი - "მედიაჩეკერი"
"მედიაჩეკერის" ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედი" რამდენიმე ტელეწამყვანმა დატოვა. ესენი არიან ზურა ბალანჩივაძე, ნათია ორველაშვილი და ეკა ამირეჯიმი.
"ტელეკომპანია “იმედი” გადაცემების წამყვანებმა: ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს", - წერს მედიაჩეკერი.
ვრცელდება ინფორმაცია სხვა წამყვანების მიერ ტელევიზიის დატოვებაზეც, თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.