თეგებით ძიება

„ისტორია მეორდება, ეს საინტერესოა" - ანდრია ჯაღმაიძე საბჭოთა გაზეთიდან ამონარიდს აქვეყნებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში, საბჭოთა გაზეთის ამონარიდს აქვეყნებს, სადაც საბჭოთა პრესა, სანდრო ახმეტელს, მიხეილ ჯავახიშვილს, ტიციან ტაბიძესა და სხვებს აგენტებად აცხადებს და მათ მუცლის ტიპის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"ისტორია მეორდება, ეს საინტერესოა" - წერს ჯაღმაიძე.

"ისტორია მეორდება, ეს საინტერესოა. ამონარიდი 1937 წლის გაზეთიდან, სადაც საბჭოთა პრესა სიღნაღში მუცლის ტიფის გავრცელებას სანდრო ახმეტელს, მიხეილ ჯავახიშვილს, ტიციან ტაბიძეს და სხვებს აბრალებს."ფაშისტური ოხრანკების აგენტები, მოღალატეები და გამცემლები აღმოჩნდნენ პროფესორები გ. ელიავა, ჯანდიერი, ცქიტიშვილი, ა. წე რეთელი, ლეონიძე ინჟინერი ჭიჭინაძე, რუსთაველის თეატრის ყოფილი დირექტორი ს. ახმეტელი, მწერლები მ. ჯავახიშვილი, ტ. ტაბიძე, საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის ლიტფონდის ყოფ. დირექტორი დავით წერეთელი, ცნობილი მენშევიკი გაიძვერები ნ. ქარცივაძე, სეით დევდარიანი, გ. მახარაძე და სხვ. ისინი ეწეოდნენ ძირგამომთხრელ დივერსიულ-მავნებლურ მუშაობას საბჭოთა საქართველოს სახალხო მეურნეობაში, ამზადებდნენ ტერორისტულ აქტებს პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ.ისინი, უკლებლივ ყველანი, ეწეოდნენ ჯაშუშობას, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი უცხოეთის დაზვერვებთან, აგროვებდნენ და მათი საშუალებით საზღვარგარეთ ჰგზავნიდნენ ჯაშუშური ხასიათის ცნობებს.თავიანთ შავბნელ ძირგამომთხრელ მუშაობაში ისინი არ თაკილობდნენ არავითარ საშუალებას, არაფრის წინაშე არ ჩერდებოდნენ, ისინი ამზადებდნენ წყლის მოწამლვას ნატახტარის წყალსადენში, ამზადებდნენ ბაქტერიოლოგიურ დივერსიას, რომელიც ნაწილობრივ განახორციელეს სიღნაღის რაიონში, სადაც ბაქტერიების გამოყენების გზით შარშან მათ მოახერხეს გამოწვევა მასობრივი დაავადებისა მუცლის ტიფით, რამაც 50 კაცზე მეტი იმსხვერპლა" - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა