ხვალ 10:00 საათზე სამხატვრო აკადემიის, თეატრალურისა და კონსერვატორიის სტუდენტების მარში გაიმართება
ხვალ, 10:00 საათზე სამხატვრო აკადემიის, თეატრალური უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის სტუდენტები ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშს გამართავენ.
სტუდენტები რუსთაველის მეტროდან სამივე უნივერსიტეტის გავლით კულტურის სამინისტროსთან მივლენ.
„ხელოვნება არის თვითგამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმა!
ხელოვნება ვერ იქნება აპოლიტიკური და არ უნდა იყოს შეზღუდული კანონით!
მოვითხოვთ რექტორების ხელმოწერების გაწვევას, რომლითაც სასწავლებელი დაუპირისპირდა სტუდენტების ნებას და უგულებელყო მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რომლებიც პირდაპირ ეხება ჩვენს საქმიანობას!
შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში.
ვაგრძელებთ ბოიკოტს!
მოვუწოდებთ ხელოვანებსა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შემოგვიერთდნენ!", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.