თეგებით ძიება

1 კვ.მ-ის ფასი 4 300 დოლარს აღემატება - რამდენით გაიზარდა ბინის ღირებულება თბილისში?

2026 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 2.674 მლნ დოლარი შეადგინა და წლიურად 24%-ით გაიზარდა. აგვისტოში წლიური ზრდა დაფიქსირდა როგორც ახალი, ისე ძველი ბინების გაყიდვებში, თუმცა ზრდის უდიდესი ნაწილი ძველ ბინებზე მოდის.

როგორც „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების შესახებ გამოქვეყნებულ უახლესი კვლევიდან ვგებულობთ, 2026 წლის აგვისტოში გასაყიდი ფასი ზრდის ტენდენციას განაგრძობდა და წლიურად 3%-ით გაიზარდა, კვ.მ.-ზე 1 363 დოლარამდე.

რაც შეეხება ფასებს კატეგორიების მიხედვით, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აგვისტომდე საშუალო გასაყიდი ფასი (კვ.მ.) ასეთია:

  • ლუქს კლასი - 4 340 დოლარი;
  • პრემიუმ+ - 3 172 დოლარი;
  • პრემიუმი - 2 394 დოლარი;
  • კომფორტი - 1640 დოლარი;
  • ეკონომი+ - 1 215 დოლარი;
  • ეკონომი - 865 დოლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა