თეგებით ძიება

ბლოგერი უჩა აბაშიძე უფლებადამცველებმა და სახალხო დამცველის რწმუნებულმა მოინახულეს

დაკავებულია ბლოგერი უჩა აბაშიძე. გამოძიება მას კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

სამართალდამცავებმა ბლოგერისა და მისი მეუღლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის წინ დაასრულეს. თავად დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ის, ღამით, უფლებადამცველებმა და სახალხო დამცველის რწმუნებულმა მოინახულეს.

ბლოგერი დაკავების შემდეგ მის საცხოვრებელ სახლთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მივიდნენ. აქტივისტები ბლოგერის გათავისუფლებას ითხოვდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა