თეგებით ძიება

კობახიძის ორმაგი სტანდარტი: "ბოიკოტის გამო პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა არასწორია" - რას წერდა "ოცნების" სპიკერი წლების წინ

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის ის წარმომადგენელია, რომელიც ყველაზე ხშირად ესხმის თავს ოპოზიციას. მეტიც ერთპარტიულ პარლამენტში მისი ინიციატივით შევიდა კანონპროექტი, რომელიც პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს. მანვე გააჟღერა ოპოზიციური პარტიის გაუქმების იდეაც.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ კობახიძე 2008 წელს, საკუთარ წიგნში ასაბუთებს იმას რომ ბოიკოტის გამო პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა არასწორია. წიგნი ირაკლი კობახიძის მიერ სამართალში წაკითხული ლექციების მიხედვითაა შედგენილი.

ირაკლი კობახიძე შეკითხვებს გაურბის. "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ ვინც არასაპატიო მიზეზით არ ესწრება პლენარულ სხდომებს, მან არც შრომის ანაზღაურება უნდა მიიღოს.

"იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც აირჩიეს ოპოზიცია, ხმა იმიტომ მისცეს, რომ მათ კანობნშემოქმედებით მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა. ეს ერთჯერადი კი არა, ოთხწლიანი მანდატია. და თუ უარს იტყვიან საპარლამენტო საქმიანობაზე, მათ მიმართ, ალბათ, სახელმწიფო დაფინანსება უნდა შეიზღუდოს და ეს ლოგიკურია", - ამბობს ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო.


წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა