თეგებით ძიება
10. 05. 2024 მსოფლიო

უკრაინა დამატებით ძალებს გადაისვრის ხარკოვის მიმართულებით - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქთან საზღვარზე რუსების გააქტიურების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა დამატებით ძალებს გადაისვრის ხარკოვის მიმართულებით.

„მთავარია ხარკოვის ოლქი. რუსეთის ჯარებმა დღეს სცადეს უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციების გაფართოება. ჩვენ გვესმის ოკუპანტის ძალების მოცულობა და ვხედავთ მის ჩანაფიქრს. ჩვენი მეომრები, ჩვენი არტილერია, ჩვენი თვითმფრინავები პასუხს სცემენ ოკუპანტს. მადლობელი ვარ ყველა ჯარისკაცის, ყველა სერჟანტის, ყველა ოფიცრის, ვინც იცავს ჩვენს პოზიციებს ზუსტად ისე, როგორც საჭიროა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ძალებს ვამატებთ ხარკოვის მიმართულებით. როგორც ჩვენი სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, ასევე მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ჩვენ უცვლელად გავანადგურებთ ოკუპანტს ისე, რომ ჩავშალოთ რუსეთის ნებისმიერი შეტევითი ზრახვები“, - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა