თეგებით ძიება

რა შემთხვევაში არ ჩამოეჭრება დეპუტატს ხელფასი - მამუკა მდინარაძის განმარტება

პარლამენტარის მიერ ბოიკოტი რეგლამენტის კანონითაა გათვალისწინებული, ეს არის არის დეპუტატის უფლება და თუ დეპუტატი ბოიკოტთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავს პარლამენტს, ხელფასის დაქვითვას არ იწვევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„ბოიკოტზე ახლა განცხადება რომ დავწერო, ვთქვათ, ამ სხდომის ან ამ კვირის ბოიკოტირებას ვაპირებ, ხელფასი არც კი დამექვითება, არათუ პარტიას შეუწყდება დაფინანსება. ბოიკოტი არ არის ამის საფუძველი. თუ დეპუტატი უარს აცხადებს ზოგადად, საპარლამენტო პროცესში მონაწილეობაზე, კანონპროექტის სულისკვეთება ეს არის. თუ საერთოდ უარს აცხადებს, არათუ პოლიტიკურ პროცესებსა და საპარლამენტო ცხოვრებაშია ჩართული, არამედ საერთოდ უარს აცხადებს დემოკრატიული პროცესებში მონაწილეობაზე, ამ შემთხვევისთვის არს გათვალისწინებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ხოლო პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას. ასეთი შინაარსის მუხლის ასახვა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში იგეგმება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა