თეგებით ძიება

ინაშვილის პირველი კომენტარი ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებაზე

ირმა ინაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს მისი პარტიული სიის მეოთხე ნომრის, ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ირმა ინაშვილის განცხადებით, ენუქიძე ბიზნესმენია, რომელიც აფინანსებდა პატრიოტთა ალიანსს, პარტიას კი არ აქვს ბერკეტი მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს.

რაც შეეხება პარტიის გეგმებს, ირმა ინაშვილის თქმით, დანარჩენი 3 დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდან” პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„ირმა ინაშვილი, გიორგი ლორია, გოჩა თევდორაძე არ შევდივართ პარლამენტში, ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის მეათე მოწვევის პარლამენტში. ყველა პარტიაში არიას ბიზნესშემადგენელი, ბატონი ავთო წლების მანძილზე არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, ის არის შემომწირველი ჩვენი პარტიის, აფინანსებდა არჩევნებს. შესაბამისად, ის თავისუფალია მის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს ჩავერიოთ ბატონი ავთანდილის გადაწყვეტილებაში. ის თავისუფალი ადამიანია, თავად იღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება, როგორც მე დღეს მოვისმინე მიღებული აქვს,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ენუქიძე საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას არ აპირებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა