თეგებით ძიება

რა პროდუქტები იქნება დახმარების კალათში, რომელსაც შეჭირვებული თბილისელები საახალწლოდ მიიღებენ

მიიღებენ თუ არა წელს ტრადიციად ქცეულ დახმარების კალათს, თბილისში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახები წინასაახალწლოდ, რა პროდუქტები იქნება კალათში და რამდენი სოციალურად დაუცველი ისარგებლებს ამ დახმარებით?

როგორც მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე აცხადებს, რაიონში 2000-მდე სოციალურად დაუცველი ცხოვრობს, მათი დიდი ნაწილი დახმარების კალათს მიიღებს. პროდუქტები გათვალისწინებულია ერთ ადამიანზე და არა ოჯახზე. მისაღებული კალათების რაოდენობა დამოკიდებულია ოჯახში მცხოვრებ ადამიანთან რაოდენობაზე.

“2000-მდე სოციალურად დაუცველი ცხოვრობს ჩვენს რაიონში, რომლებიც სარგებლობენ უფასო სასადილოს სერვისით. მთაწმინდის გამგეობა მათ ახლა, საახალწლოდ და შემდეგ – სააღდგომოდ დახმარების კალათს გადასცემს.

რაც შეეხება პროდუქტებს, ესენია: ორი შეკვრა ტკბილეული, ორცხობილა, ზეთი, ერთი ბოთლი ღვინო, 1 კგ. ფქვილი, 1 კგ. შაქარი, შედედებული რძე, კვერცხი და ხორცის კონსერვი.

ეს პროდუქტები ერთ სულზეა გათვალისწინებული. შესაბამისად, იმდენ კალათს მიიღებენ, რამდენი სულიც ცხოვრობს ოჯახში – ორსულიან ოჯახს ორი კალათი გადაეცემა, სამსულიანს – სამი და ა.შ.

ჩვენს რაიონშიც, ისევე როგორც დანარჩენ მოსახლეობაზე, პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა და მაქსიმალურად ვცდილობთ, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და შემოსული შეტყობინებების მიხედვით, ვცდილობთ დახმარებას.

ვისაც დამოუკიდებლად მოსვლა შეუძლია, მათ გადავცემთ, ვისაც ტრანსპორტირების პრობლემა აქვს, მათ ჩვენი თანამშრომლები ადგილზე მიაწვდიან. ჩვენს რაიონში შედის კიკეთი, კოჯორი, წავკისი, ოქროყანა, მათ უმეტესად უჭირთ გამგეობაში მოსვლა თუნდაც უამინდობის გამო და თითოეული ჩვენი თანამშრომელი ჩართულია კალათების დარიგების უზრუნველყოფაში.” – აცხადებს დავით კირკიტაძე “პრაიმტაიმთან”.
.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა