თეგებით ძიება

სლოვაკეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იწყებს

სლოვაკეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იწყებს
სლოვაკეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც ამჟამად ბელგიის ქალაქ პუურსში ინახება, ქვეყანა შაბათს მიიღებს, პირველი აცრა კი კვირას განხორციელდება.

„ჩვენ მივიღებთ 10 000 ვაქცინას, რაც 5000 მოსახლეს უზრუნველყოფს ორი დოზით”, იანვრის დასაწყისშში კი კიდევ 150000 ვაქცინის შემოტანაა დაგეგმილი. „ჩვენი მიზანია 3,3 მლნ მოსახლის ვაქცინაცია” – ამბობს სლოვაკეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე იანა ეჟიკოვა.

ეჟიკოვას თქმით, სლოვაკეთს ვაქცინის შესაძენად 5 კონტრაქტი აქვს დადებული. მომდევნო წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში სლოვაკეთი Pfizer-ისგან მიიღებს ვაქცინას სახელწოდებით Comirnaty, პარალელურად კი სხვა ფირმების ვაქცინის მოწოდებაც დაიწყება. ვაქცინაცია ნებაყოფილობითი იქნება და საშუალოდ 500 კაცს აცრიან დღეში ვაქცინაციის თითოეულ რაიონულ ცენტრში. ვაქცინაციის შემდეგ ყოველი მათგანი 20-30 წუთის განმავლობაში დარჩება ვაქცინაციის ცენტრში. ვინ როდის და რომელის სახით ვაქცინით აიცრა, მის პირად ბარათზე აისახება.

„18 წლამდე ასაკის პირთა ვაქცინაციის საკითხი არ განიხილება”, – განაცხადა იანა ეჟიკოვამ.

სლოვაკეთის ინფექტოლოგთა საზოგადოების წარმომადგენელი, პროფესორი პავოლ იარჩუშკას თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგი ვაქცინა ძალიან მაღალეფექტურია.

„ვაქცინის დადებითი ქმედების კოეფიციენტი 90%-ზე მეტია. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ეფექტურობა გრიპის ვაქცინის შემთხვევაში”, – აცხადებს პავოლ იარჩუშკა

ცნობისთვის: აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე სლოვაკეთის რესპუბლიკაში 5460909 კაცი ცხოვრობს. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე სლოვაკეთში 158905 კაცი დაინფიცირდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 1686 კაცი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა