თეგებით ძიება

ლაგოდეხში 16 წლის გოგო გაიტაცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 16 წლის გოგო გაიტაცეს. ის ეთნიკურად აზერბაიჯანელია.
როგორც მისი მამა აცხადებს, გოგონა მეზობელთან სტუმრად იმყოფებოდა. უკან დაბრუნებული კი ექვსმა პირმა ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვა და დაუდგენელი მიმართულებით გაიტაცა.

შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. ოჯახმა ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათი შვილი კომენდანტის საათის დროს სახლში არ დაბრუნდა. მამა ვარაუდობს, რომ სამართალდამცველები და გამტაცებლის ოჯახის წევრები შეთანხმებით მოქმედებენ და მისი ქალიშვილი ამ დრომდე ნაპოვნი ამ მიზეზით არ არის.


PIA.GE


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა