თეგებით ძიება

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან 35 წლის ჯარისკაცი თეიმურაზ გიუნაშვილი გაუჩინარდა.

ოჯახი მას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. მათი თქმით, საქმეში ჩართულია როგორც სამხედრო ასევე კრიმინალური პოლიცია.

ჯარისკაცი სოფელ ფლავიდანაა, ოჯახი ამბობს, რომ ის სამხედრო ბაზიდან 20 დეკემბერს გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, ჯარისკაცი ბაზაზე 28 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

„ვაზიანში ვიყავით ბაზაზე, ერთადერთი რაც იყო გვაჩვენეს ფოტო, რომელიც კამერებმა დააფიქსირე, ფოტო 21 რიცხვით თარიღდება. არაფერი არ იციან, როგორც ჩვენ ვეძებთ ისინიც ისე ეძებენ. ცოტა საეჭვოა რატომ დატოვა ბაზაზე ტელეფონი, ვრეკავდით 2 დღის განმავლობაში“, – ამბობს დაკრგულის ძმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა