თეგებით ძიება
24. 12. 2020 მსოფლიო

აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“ დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“, რომელშიც საუბარია საქართველოზეც არის, ვეტო დაადო.

როგორც „სიენენი“ წერს, ჯერ უცნობია, ეცდება თუ არა კონგრესი, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. ვეტოს დაძლევა ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში პირველი შემთხვევა იქნება.

11 დეკემბერს თავდაცვის ავტორიზაციის აქტს მხარი რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა სენატმაც დაუჭირა. 740 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის სასარგებლოდ ხმა 84-მა სენატორმა მისცა, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში, სენატს მისი დაძლევა შეეძლება.

გადაწყვეტილების მიღებამდე, აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანგარიშს ვეტოს იმ შემთხვევაში დაადებდა, თუ ინტერნეტ კომპანიებს მათ საიტებზე განთავსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდათ.

თავდაცვის ეროვნული აქტი ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ანაზღაურების გაზრდას, სამხედრო აღჭურვილობის მოდერნიზაციას, ასევე გერმანიისა და ავღანეთის ტერიტორიებიდან სამხედროების გამოყვანის პროცესის გაჭიანურების გეგმას მოიცავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა