თეგებით ძიება

თაკო ჩარკვიანი თავს იკავებს იმ პირების დასახელებისგან, რომლებმაც „პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ გარიგება შესთავაზეს“

„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, მისი ოჯახის ბიზნესის განვითარებას დაჰპირდნენ.

ჩარკვიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში განმარტება გააკეთა დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც თქვა, რომ მასთან ოჯახში იმყოფებოდნენ პირები, რომლებმაც პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ გარიგება შესთავაზეს.

„როდესაც კარგად გაგანადგურებენ, ყველაფერი შენი ნაშრომი, ნაღვაწი, არაკორუფციული, წესიერი ბიზნესი მიწასთან რომ გასწორდება და რომ გეტყვიან, საპირწონედ შედი პარლამენტში, ყველაფერი კარგად გექნება, გამოსწორდება ყველაფერი, ამას ქვია ჩვეულებრივ გარიგება. რა არის აბა, გარიგება და ქრთამი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ამასთან, ჩარკვიანი ამბობს, რომ ჯერ თავს შეიკავებს კონკრეტული პირების დასახელებისგან.

„ჯერჯერობით ვიკავებ თავს და არც უმაგისობა იქნება. მაღალჩინოსნებთან დაახლოებული, ძალიან დაახლოებული პირები, მხოლოდ კობახიძე არ არის“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

"უკვე ოჯახებში დაძრწიან კობახიძის ტიპები, და არა მხოლოდ, გადასაბირებლად, – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ–ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე მან განაცხადა, რომ მასთანაც იყვნენ ოჯახში.

„ჯერ კიდევ სამი კვირის წინ იყო ეს შემთხვევა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ამასთან, მისი განცხადებით, საუბარია გარიგების შეთავაზებაზე.

„სხვებთან დაკავშირებითაც მაქვს ინფორმაცია. ​გარიგებაზე არის საუბარი. ქრთამის და ფულის ​შემოთავაზებაზე მეტი დანაშაული რა არის. არ ვაკონკრეტებ ჯერჯერობით, ვგულისხმობ ყველანაირ გარიგებას. ყველანაირ გარიგებაზე მოდიან, გინადგურებენ ბიზნესს, გბლოკავენ, ყველაფერს აკეთებენ აბსოლუტურად“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა