დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომა გაიმართება - პარლამენტი 9 ნაბიჯის განხილვას განაგრძობს
ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პარლამენტი 9 ნაბიჯის განხილვას განაგრძობს. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს კანონმდებლები განიხილავენ.
„აწყვეტილი პროპაგანდის და სიცრუის ნიაღვარის ფონზე ჩვენ ვუბრუნდებით ევროპულ დღის წესრიგს, პარლამენტში განვიხილავთ ევროკავშირთან დასაახლოებელ კანონპროექტებს 9 ნაბიჯიდან გამომდინარე. ამ გზაზე მიზანდასახულად მივდივართ წინ, საკითხები გავლილი და დამუშავებულია“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა.