თეგებით ძიება

დღეს მეათე მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს

საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებენ.

გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრი იქნება; იუსტიციის სამინისტროს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაიბარებს. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად უცვლელად წარედგინა.

ამასთან, არ არის გამორიცხული, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებაც განხორციელდეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის მიმართულება ისევ ცალკე გამოეყოს.

რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, მისი ძირითადი ნაწილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ეთმობა.

სესიას 12:00 საათზე გიორგი გახარია მოხსენებით გახსნის. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მოისმენს დეპუტატების კითხვებს და მათ შესვენების შემდეგ უპასუხებს. რეგლამენტით ასევე გათვალისწინებულია კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც დეპუტატებს შემაჯამებელი სიტყვით ისევ გიორგი გახარია მიმართავს. ამის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა, რომლის დროსაც ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა