თეგებით ძიება

თავდაცვის უფლება ყველას გვაქვს! აბა მოგვივარდით თქვე არარაობებო - გაგინგრევთ თავ-ყბას და მერე ალბათ პატრულიც მოვა - ირინა სარიშვილი

ყოფიი პლიტიკოსი ირინა სარიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმინება:

ამ ერთი შეხედვით უაზრო რეკვებს და გაუგონარ ტერორს ქუჩებში, სადარბაზოებთან, ოფისებთან ერთადერთი მიზანი აქვს: ულამაზესი, ძლიერი, უშიშარი და დაუღლელი ახალგაზრდული მოძრაობა გადაფარონ და ჩაანაცვლონ სამოქალაქო დაპირისპირებით. ამის დასტურად ისიც კმარა რომ სამართალდამცავები გამოძახებაზე არ რეაგირებენ. 

სამოქალაქო დაპირისპირება არ ეწოდება დაქირავებული სამედიცინო ნიღბიანი ნაძირლების მოქმედებას - აქ საზოგადოება მხოლოდ ერთ მხარესაა და მეორე მხარეს რუსული ოცნების "შნირებს" არათუ მოქალაქეებს, ადამიანებსაც ვერ ვუწოდებ. 

სამოქალაქო დაპირისპირების მისაღწევად ხელისუფლებას ამ საზიზღრობაზე ტაშის დამკვრელები ჭირდება, რომელთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია, მაგრამ მაინც არის, მათ შორის ჩემს რეალურ და ვირტუალურ მეგობრებშიც. მათ გასაგონად ვამბობ: ეს დაპირისპირება ხელისუფლებას სკამების შესანარჩუნებლად ჭირდება და ნუ გგონიათ რომ თუ ამას მიაღწევს და სისხლისღვრაზე წავა, რუსული ნიჩაბი და ტყვია ჩემს და თქვენს შვილებს ერთმანეთისგან გაარჩევს, მით უმეტეს რომ თქვენი შვილების და შვილიშვილების უმრავლესობა იქ დგას სადაც საქართველოს მომავალია! დაფიქრდით რას აწერთ ხელს! 

მანამდე კი, სანამ ეს ინდივიდუალური ტერორი გრძელდება და სახლებში გვივარდებიან, საკუთარ ტერიტორიაზე თავდაცვის უფლება ყველას გვაქვს! აბა მოგვივარდით თქვე არარაობებო - გაგინგრევთ თავ-ყბას და მერე ალბათ პატრულიც მოვა.

არა რუსულ კანონს!

არა რუსულ ხელისუფლებას! - წერს ირინა სარიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა