თეგებით ძიება

რა ბედი ეწია ომის შემდეგ ფიურერის დას, პაულა ჰიტლერს?

ადოლფ ჰიტლერი გერმანელებს დიადი სახელმწიფოს შექმნას და მსოფლიო ბატონობას ჰპირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ქვეყანა კინაღამ გაანადგურა. როგორც იცით, დამარცხების შემდეგ ფიურერმა საყვარელ ქალთან ერთად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მაგრამ ცოცხალი დარჩა ადოლფის ორი და - პაულა და ნახევარდა ანჯელა. ამ სტატიაშიი სწორედ პაულა ჰიტლერის შესახებ გიამბობთ.

ადოლფის და პაულას მშობლები

ყოფილი მებაჟეს, ალოისისა და დიასახლისის კლარა ჰიტლერის ოჯახში 1889 წლის 20 აპრილს ბიჭუნა - ადოლფი, ხოლო 1896 წლის 26 იანვარს გოგონა - პაულა დაიბადა.

კლარა ალოისის მესამე ცოლი და ამავდროულად, მისი ბიძაშვილი იყო. შესაბამისად, ალოის ჰიტლერი ადოლფისა და პაულასთვის მამაც იყო და ბიძაც, ამიტომ, ფიურერს თავისი წარმოშობის ისტორიის რცხვენოდა და ყოველთვის მალავდა. სულ ალოისსა და კლარას ექვსი შვილი ჰყავდათ, მაგრამ ორის გარდა, ყველა ბავშვობაში დაიღუპა. 

ბავშვობა

ალოის ჰიტლერი 1903 წელს  გარდაიცვალა. სახელმწიფომ ოჯახს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსია დაუნიშნა. ამან კლარას საშუალება მისცა, რომ არ ემუშავა და მთელი დრო ბავშვებისთვიის დაეთმო. ადოლფი და პაულა  დედას აღმერთებდნენ და ზრდასრულ ასაკშიც სიყვარულით იხსენებდნენ. 1907 წელს კლარაც გარდაიცვალა და ბავშვები სრულიად მარტონი დარჩნენ. გერმანელი ერის მომავალმა ლიდერმა მოახერხა, რომ სახელმწიფოს მისთვის და მისი დისთვის ობლობის პენსია დაენიშნა.

ადოლფს და თავისებურად, უყვარდა, მაგრამ ძალიან მკაცრად ექცეოდა და მცირე დაუმორჩილებლობისთვის სასტიკად სჯიდა. ამის შესახებ თავად პაულა თავის დღიურში წერდა. პაულას დღიური 2005 წელს აღმოაჩინეს და ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ეს მისი ხელწერა იყო. 

ჰიტლერს სკოლაში ფიზიკის და მათემატიკის სწავლა უჭირდა, მაგრამ ისტორიას და გეოგრაფიას კარგად სწავლობდა და ძალიან კარგად ხატავდა. თანატოლებს შორის ადოლფი უდავო ლიდერი იყო და მეტსახელად „მგელი“ შეარქვეს. სკოლის დამთავრების შემდეგ ადოლფს სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება უნდოდა, მაგრამ არ მიიღეს. 1909 წლიდან ჰიტლერმა თავისი ნახატების გაყიდვა დაიწყო და 1911 წელს თავის პენსიაზე დის სასარგებლოდ, უარი თქვა. იმავე წელს მომავალმა ფიურერმა მამიდისგან მემკვიდრეობა მიიღო. პარალელურად, ბევრს კითხულობდა და ფრანგული და ინგლისურ ენებს სწავლობდა.

ფიურერის და

1920 წელს პაულა საცხოვრებლად ვენაში გადავიდა. გოგონამ ებრაული უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში დიასახლისად მუშაობა დაიწყო. 1921 წელს მას 10 წლის უნახავი ძმა ეწვია და უთხრა, რომ აპირებდა ცნობილი მხატვარი ან წარმატებული პოლიტიკოსი გამხდარიყო. 20-იან წლებში და-ძმას ერთმანეთი აღარ უნახავს, 30-40-იან წლებში კი ერთმანეთს წელიწადში ერთხელ ხვდებოდნენ  და პაულასთვის ყოველი შეხვედრა დღესასწაული იყო.

Паула Вольф, фото: ©wikipedia.org

1930 წელს პაულა სადაზღვევო კომპანიაში, მდივნად მუშაობდა, საიდანაც იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ადოლფ ჰიტლერის და იყო. მას შემდეგ 1945 წლის მაისამდე ძმა დას ფინანსურ დახმარებას უწევდა. მეორე მსოფლიო ომის დროს პაოლა სამხედრო ჰოსპიტალის მდივანი იყო. სხვათა შორის, ფიურერის და პოლიტიკურ საქმიანობაში არასოდეს მონაწილეობდა და ფაშიზმის მიმართ ინტერესს არ იჩენდა. 1930-იანი წლების ბოლოს, ძმის დაჟინებული მოთხოვნით პაულამ გვარი გადაიკეთა და  ვოლფი (მგელი) გახდა. 1945 წლის აპრილში, ფიურერის ბრძანებით, ის ქვეყნის დასავლეთით, ჰიტლერის საზაფხულო სახლში - ბერგჰოფში გადაიყვანეს და 100 ათასი მარკა გადაუხადეს.

ომის შემდეგ

1945 წლის მაისში ჰიტლერის და ამერიკის დაზვერვის ოფიცრებმა დააკავეს, მაგრამ ბრალად ვერაფერი წაუყენეს -  პაულას ძმასთან ურთიერთობა არ ჰქონდა, ნაცისტურ პარტიაში არ ირიცხებოდა, პოლიტიკურად აქტიური არ იყო და ადოლფის შეხედულებებს არ იზიარებდა. უფრო მეტიც, ქალმა გამომძიებლებს უთხრა:  ”შეუძლებელია, რომ ადოლფმა მილიონობით ადამიანის განადგურების ბრძანება გასცა, რადგან ასეთი არაა.“

Паула и некий господин Лангвейдер, фото 1959 года.

მალე პაულა გაათავისუფლეს და ის საცხოვრებლად ვენაში გადავიდა. ქალი სრულიად მარტო ცხოვრობდა და  არავისთან ურთიერთობდა. როდესაც ფინანსური დანაზოგი მთლიანად ამოიწურა, პაოლამ დეკორატიული ხელოვნების მაღაზიაში მუშაობა დაიწყო. 1957 წელს პაოლამ ქალიშვილობის გვარი დაიბრუნა და ოჯახის ქონების დაბრუნების მიზნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

პაოლა ადოლფის მემკვიდრედ აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ ფიურერმა მთელი ქონება პარტიას და სახელმწიფოს უანდერძა, სასამართლომ 1960 წლის დასაწყისში პაოლას ჰიტლერის საზაფხულო რეზიდენცია - „არწივის ბუდე“ მიაკუთვნა. ფიურერის დამ რეზიდენციაში შესვლა ვერ მოასწრო, რადგან 1960 წლის 1 ივნისს გარდაიცვალა. ამით ჰიტლერის ოჯახის პირდაპირი ხაზი შეწყდა.

და ბოლოს..

პაულას ერთგვარი ინფანტილიზმი და გაორება ახასიათებდა და ეს მხოლოდ ძმასთან ურთიერთობაში არ იგრძნობოდა. 40-იანი წლების დასაწყისში ის საკონცენტრაციო ბანაკის ოფიცერზე, ერვინ ჯეკელიუსზე დაინიშნა, რომლის სინდისზე 4 ათასი ებრაელის სიკვდილია. თვით ფიურერიც კი ამ ქორწინებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ჯეკელიუსი დააპატიმრეს და აღმოსავლეთის ფრონტზე გაგზავნეს, სადაც ტყვედ ჩავარდა და გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა