თეგებით ძიება

ცოცხი და მისი ჯადოსნური თვისებები, რომლებიც ოჯახში კეთილდღეობას მოგიტანთ

უძველესი დროიდან არსებობს ცოცხზე დაკვირვება და მინიშნებები რომლებიც სახლში კეთლდღეობასა და ბედნიერებას მოგიტანთ.

* ცოცხი ყოველთვის ტარით ქვემოთ დადეთ. ასე სახლს დაუპატიჟებელი სტუმრების და უსიამოვნებებისგან დაიცავთ.

* არასდროს გადახვეტოთ ნაგავი სახლის ზღურბლიდან - ფულს გახვეტავთ.

* არ გამოხვეტოთ ოთახი მზის ჩასვლის შემდეგ ავადმყოფობას მიიზიდავთ.

* არ გაადაბიჯოთ ცოცხს.

* თუ გსურთ ხემ კარგი მოსავალი მოგცეთ, ახალი ცოცხი უნდა მოარტყათ.

* ახალი ცოცხი მზარდი მთვარის პერიოდში უნდა იყიდოთ და პირველი მოხვეტვისას სურვილი ჩაიფიქროთ.

* გასათხოვარი გოგო, საქმრო რომ გამოუჩნდეს, ცოცხს ცხრაჯერ უნდა გადაახტეს.

* ერთ დღეს ორი ცოცხით გამოხვეტვა რა შეიძლება.

* დაუშვებელია, თქვენი სახლი სხვამ გამოხვეტოს, წარმატებას დაკარგავთ.

* ახალ სახლში გადასვლისას ძველი ცოცხი თან უნდა წაიღოთ.

* არ გამოხვეტოთ ოთახი, სანამ სახლში მიცვალებული ასვენია.

წარმატებისა და ბარაქის მოსახვეჭად

ძველად მიაჩნდათ, რომ თუ მდიდარი ან წარმატებული ადამიანის სახლთან ნაგავს მოხვეტავდით და შინ მიიტანდით, მისი ბარაქა და წარმატება თქვენც გადმოგედებოდათ. როცა მეზობლის ნაგავს შინ მიიტანთ, მთელი ღამე შინ გააჩერეთ და დილით გადაყარეთ. რიტუალის ჩატარება არ შეიძლება მზის ჩასვლის შემდეგ. მეზობლის ტერიტორიაზე ნაგვის მოხვეტვისას თქვით:"თქვენი ბარაქა, თქვენი წარმატება გადმომედოს".

გასამდიდრებელი რიტუალი

მზარდი მთვარის დროს იყიდეთ ცოცხი და შემოახვიეთ მწვანე ლენტი. ოთახის ყველა კუთხეში დაყარეთ მონეტები. დილით მონეტები ცოცხით მოხვეტეთ და თან იმეორეთ:"მონეტები მოვხვეტე, სიმდიდრე მოვიპოვე". მონეტები ერთ ქილაში მოაგროვეთ და უცხო თვალიდან შორ ადგილას დამალეთ. მისი დახარჯვა დაუშვებელია. ცოცხი კი ჩვეულებრივად გამოიყენეთ. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, მისი ტარით დაბლა დადება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახლში ყველას გვაქვს მტვერსასრუტი, ცოცხის ქონა სიმდიდრის მოსახვეჭად მაინც აუცილებელია. სასურველია, იგი შემოსასვლეში, კარათან ახლოს გედოთ, რათა ბინა ავი ადამიანებისგან დაიცავთ, თუ ცოცხს (დეკორატიულს) სამზარეულში მოათავსებთ, კეთილდღეობასა და ბარაქას მოიპოვებთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა