თეგებით ძიება

იმუქრებიან, რომ იციან სად ვცხოვრობ, რეკავენ ოჯახის წევრების ნომრებზე - ამიკო ნატრიაშვილი

აქტივისტი და „სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ფრთის წევრi ამიკო ნატრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას რამდენიმე დღეა ავტომობილი დაჰყვება და გარდა ამისა ყოველდღიურად მუქარის შემცველი ზარები მის და მისი ოჯახის წევრების ტელეფონზე ხორციელდება.

„ბოლო დღეების განმავლობაში ერთი და იგივე ტიპის ავტომობილი მე და ჩემს მეგობრებს გვითვალთვალებს ყველგან, სადაც გადავადგილდებით.

პარალელურად არ წყდება ზარები უცხოური ნომრებიდან. იმუქრებიან, რომ იციან სად ვცხოვრობ და თუ არ გავჩერდები მეტად უარესს დამმართებენ ვიდრე სხვებს.

რეკავენ ოჯახის წევრების ნომრებზეც, მათ შორის ბავშვების და ქალების დაშინებასაც არ ერიდებიან.

ჩემი დის სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე დარეკეს, რა დროსაც ტელეფონი ბავშვს ჰქონდა და არ ვაპასუხებინე.

ერთად ვართ ვერ მოგვერევით!” - წერს ამიკო ნატრიაშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა