თეგებით ძიება

ბოლო 24 საათში, რეგულაციების დარღვევის 489 ფაქტი გამოვლინდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო კიდევ 400 ადამიანი დააჯარიმეს.

უწყების ინფორმაციით, რეგულაციების დარღვევის 489 შემთხვევა აღრიცხეს.

"დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს". - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა