თეგებით ძიება

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან დაკარგული ჯარისკაცი ნაპოვნია - რა გაარკვია პოლიციამ?

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან დაკარგული ჯარისკაცი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ერთ-ერთ სასტუმროში იპოვნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თეიმურაზ გიუნაშვილი უვნებელია და თავს კარგად გრძნობს, თუმცა ჯერ-ჯერობთ უცნობია რას უკავშირდება მისი გაუჩნარება.

ის ახლა გარდაბნის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება, ამის შემდეგ ცნობილი გახდება მისი გაუჩინარების მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის თეიმურაზ გიუნაშვილი 21 დეკემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა და სახლში არ მისულა, არც მეორე დღეს გამოცხადდა სამსახურში, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყეს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა