თეგებით ძიება

"ერის სიხარბე გენეტიკურია… რა მენტალობაა, რა აზროვნებაა" – მამა პეტრე კოლხი სავაჭრო ცენტრებთან შექმნილ საცობებზე

„ყველა ვირუსი აუცილებლად განიკურნება, ერის სიხარბე კი გენეტიკურია!..“, – ასე ეხმაურება მამა პეტრე კოლხი თბილისის სავაჭრო ცენტრებში დიდი რაოდენობით ხალხის მისვლას და ამის გამო შექმნილ კილომეტრიან საცობებს დედაქალაქში.

დეკანოზის Facebook-პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები სოცილურ ქსელში მამა პეტრეს ერის ლანძღვაში ადანაშაულებენ. რაც მამაომ შემდეგნაირად განმარტა:

„კიდევ კარგი, ილია ჩვენს ეპოქაში არ ცხოვრობს, თორემ თავიდან მოკლავდნენ… ამ სიტყვების გამო- „ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს“.

რა მენტალობაა, რა აზროვნებაა!.. რა შუაშია?! ვინაიდან ილია არ ვარ, ხმის ამოღების უფლება არ მაქვს?! მართალი ყოფილა ილია- „მე მიყივლია და გათენდება თუ არა, ღმერთმა უწყისო“!..“, – წერს პოსტის კომენტარებში პეტრე კოლხი.

მოგვიანებით, მოძღვარმა კიდევ რამდენიმე პოსტი მიუძღვნა არსებულ ვითარებას:

„ჰოდა, შინ დარჩენილებმა სავაჭრო ცენტრებთან მდგარ ხალხზე ვილოცოთ, უკან მშვიდობით დაბრუნდნენ!..“

„როგორი უმადურები ვართ, ხალხი რიგში იყინება და მაინც არ ვაფასებთ!..“ , – რასაც ისევ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა