თეგებით ძიება

აფეთქება სიღნაღში - დაშავდა ერთი ადამიანი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, ქშუტაშვილების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავებულია ხანდაზმული ქალი.

დაშავებული ქალბატონი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაცით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება.

შემთხვევის შედეგად სავხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა