თეგებით ძიება

ეს ხალხი თავისი "შეცდომით" ქვეყანას ატრიალებდა - მდინარაძე ISFED-ზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ISFED-ის განცხადებას ბავშვურ ტყუილს უწოდებს და აცხაებს, რომ არჩევნების ნაცვლად ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნების" მიერ პარალერლური დათვლის შედეგები მიზანმიმართულად გაყალბდა:
"პრაქტიკულად გამოდის, რომ ეს ხალხი თავისი "შეცდომით" ქვეყანას ატრიალებდა, ცესკოს გაყალბებას აბრალებდა და დღეს ცდილობენ ეს ყველაფერი ადამიანური შეცდომით და შემთხვევითობით გაამართლონ, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და ამავდროულად დაუჯერებელია. მათ კიდევ ერთი ძალიან სერიოუზლი "ხარვეზი" და რეალურად, შეცდომაც შეიძლება დავარქვათ, მოუვიდათ და ისინი ამბობენ, რომ თითქოს ეს იყო მიყურადების შედეგად გამჟღავნებული ამბავი, 3 ნოემბერს გავაკეთე მე პირადად პირველი განცხადება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზამიამ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფრმულაში ხარვეზები დაფიქსირდა. გასწორების შემდეგ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ხმების 47.6% აქვს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას - 27.4%.

გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა