თეგებით ძიება

აღენიშნება სასტიკი ანგარიშსწორების კვალი - გუკა რჩეულიშვილის ადვოკატი

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაუთენე საქართველოს დროს პოლიციამ რეჟისორი გუკა რჩეულიშვილი დააკვა. მისი ადვოკატის ბექა ბასიალაის თქმით ის სასტიკად არის ნაცემი. 

"გურამ რჩეულიშვილს ვიცავ, შევხვდი, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. მას ხილულად აღენიშნება, ეს არ არის რაიმე ინტერპრეტაციის საგანი, სასტიკი ანგარიშსწორების კვალი. ძალიან არის ნაცემი სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი, აქვს სისხლჩაქცევები.

ეს არის დავალებით მოქმედება, ეს არ არის ამ კრიმინალი ბანდიტი შემსრულებლის თვითშემოქმედება, ეს არის პირდაპირი დავალება, რომ ადამიანებს, ვისაც შეითრევენ, გაუსწორდნენ სასტიკად, რომ ეს იყოს საჩვენებელი. წინა რიგების ფუნქციაა, რომ შეითრიონ ადამიანი, შემდგომი რიგების ფუნქციაა, რომ სასტიკად გაუსწორდნენ და ეს ერთი და ორი შემთხვევა არ არის ამას სისტემური სახე აქვს ბოლო დღეების მანძილზე,“ - ამბობს ბექა ბასილაია". - ამბობს გურამ რჩეულიშვილის ადვოკატი პირველების ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა