ლარი გამყარდა
ეროვნული ბანკის ცნობით, 25 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2699 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2703 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.04 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9870 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9881 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.11 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4333 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.4340 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 26 დეკემბრიდან შევა ძალაში.
წყარო:pia.ge