წინასწარი შედეგებით, \'\'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელია იმარჯვებს
პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, თავმჯდომარე ელექტრონული მეთოდით შეირჩევა.
პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილია ორი კანდიდატი – ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია.
კენჭისყრა დაიწყო 21 დეკემბრის 14:00 სთ-ზე და გაგრძელდა 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე.
პარტია თავმჯდომარეს 27 დეკემბრის ყრილობაზე დაამტკიცებს. იქამდე კი, პარტიაში აცხადებენ, რომ კანდიდატების მიერ მიღებული ხმების გადამოწმება ხდება, რათა გაყალბება გამოირიცხოს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ეს არის უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც ორ ათეულ ათასზე მეტი ადამიანი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს ირჩევს. ასეთი მაღალი აქტივობა ამ პროცესისა და ზოგადად, მონაწილეობითი, გამჭვირვალე და ფართო ჩართულობით მმართველობისადმი ნდობასა და მხარდაჭერას ადასტურებს. სასიხარულოა, რომ ორივე კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ანალოგიური დემოკრატიული მექანიზმების განვითარებასა და გაძლიერებას აპირებს.
ამავე დროს, სპეციალური ჯგუფი (რომელშიც შედიან ორივე კანდიდატის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები და გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით) უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს კენჭისყრაში მონაწილე ფეისბუკ პროფილების (გვერდების) მონიტორინგს, რათა ყალბი გვერდებისა და ე.წ. „ბოტების“ მონაწილეობა გამოირიცხოს. ამავე დროს, დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, მოგვაწოდოს ინფორმაცია სავარაუდო ყალბ პროფილებთან/გვერდებთან დაკავშირებით ან ხვალ 12 სთ-დან, მობრძანდეთ ენმ-ის ცენტრალურ ოფისში (მის. კახეთის გზატკეცილი 45ა) და ჩაერთოთ ხმის მიმცემთა სიის გადამოწმების ღია პროცესში” ავცადებენ პარტიაში