თეგებით ძიება

სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

წალენჯიხაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, წალენჯიხაში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფული მოიპარა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოპარული თანხის ნაწილი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ფულის კუპიურების ქისა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა