დაპირისპირება ნარკოტიკულ საშუალებას უკავშირდება? - თელეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში 36 წლის დათო კუმელაშვილი თანასოფლელმა შელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრა. ახალგაზრდა კაცი შემთხვევის ადგილას დაიღუპა. მკვლელობაში ბრალდებული 40 წლის დავით აღდგომელაშვილი ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.
"ამხანაგები იყვნენ, ძმაკაცები... ბოლოს ურთიერთობა გაწყვიტაო", - ამის შესახებ ზემო თელეთის მოსახლეობა საუბრობს და სოფელში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. სოფელში მკვლელობის მოტივზე საუბარს კამერებთან ერიდებიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ნარკოტიკულ საშუალებას უკავშირდება.
"სამსახურში რომ ჩავედი, ამბავი დამხვდა, თქვენი მეზობელი იყო მოყვანილი, არტერიები ჰქონდა გადაჭრილი, მოიყვანეს, მოკვდაო", - ამბობს მოკლულის კიდევ ერთი მეზობელი.