თეგებით ძიება

რა განასხვავებს ძველ და ახალ \'\'გირჩს“?

დღეს ზურა ჯაფარიძე ახალ „გირჩს“ შექმნის, რომლის სრული დასახელება იქნება „გირჩი“ - მეტი თავისუფლება.

როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, განმასხვავებელი იქნება საარჩევნო ნომერი, კამპანიის ფორმები და პოლიტიკური ბრძოლის გზები. იდეოლოგიის თვალსაზრისით, დიდი განსხვავება არ იქნება.

„მე მგონია, რომ „გირჩის“ ამომრჩეველი საკმაოდ გონიერია და იმის პრობლემა არ ექნება, რომ ერთმანეთისგან გაარჩიოს.

იდეოლოგიის თვალსაზრისით არ მგონია დიდი განსხვავება იყოს. განსხვავება იქნება ბრძოლის ფორმებში. პირადად ჩემი მიზანია, „გირჩი“ იყოს ღია პლატფორმა, გახსნილი ახალი ადამიანებისთვის, პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის“, - აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.

ყრილობა დღეს გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარესაც აირჩევენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა