თეგებით ძიება

ზურაბ ჯაფარიძე: მე მინდა ახალი „გირჩი“ იყოს უფრო გახსნილი და ღია პლატფორმა ხალხისთვის

ზურაბ ჯაფარიძის ახალი პარტიის სახელწოდება “გირჩი – მეტი თავისუფლება” იქნება.

ყრილობაზე, რომელიც უკვე მიმდინარეობს აირჩევენ თავმჯდომარეს და მიიღებენ სხვა ფორმალურ გადაწყვეტილებებს.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ უკვე ონლაინ აირჩია პარტიის თავმჯდომარე და ის თავად ზურაბ ჯაფარიძე იქნება.

“მთავრი განსხვავება იქნება ის, რომ მე მინდა ახალი “გირჩი” იყოს უფრო გახსნილი და ღია პლატფორმა ხალხისთვის. მინდა რომ “გირჩი”, როგორც ბრენდი ამ ახალგაზრდებმა გამოიყენონ საკუთარი იდეების წინ წამოსაწევად”, – განაცხადა პოლიტიკური პარტიის “გირჩი – მეტი თავისუფლება” დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ.

უკვე ცნობილია, რომ ეს იქნება თავისუფალი პლატფორმა, სადაც უამრავ ახალ სახეს შეეძლება მისვლა და ასევე, საზოგადოება იხილავს უამრავ ახალ პოლიტიკოსს. მთავარი განსხვავება კი, იქნება ბრძოლის ხერხები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა