არჩილ თალაკვაძე: გარწმუნებთ, როგორც გაყალბებული არჩევნების ხმამაღალი ბრალდება დაემსხვრათ, ასევე დაიმსხრევა ერთპარტიული პარლამენტის ნარატივი
„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი უახლოეს დღეებში თუ არა კვირებში დაინახავს, რომ მეორე არგუმენტსაც დაკარგავს, ისევე როგორც გაყალბებული არჩევნების ხმამაღალი ბრალდება დაიმსხვრა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი იმუშავებს როგორც მინიმუმ ორპარტიულ რეჟიმში.
„ჩვენ მათ როგორც ქუჩაში აღვიქვამთ დესტრუქციულ ძალებად, ასეთ რადიკალურ ოპოზიციად აღვიქვამთ პარლამენტშიც. პარლამენტმა აჩვენა, რომ ამ ორი რადიკალური ძალის გარდა, კიდევ არსებობენ ქვეყანაში ძალები, რომლებსაც აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და პოტენციალი, რომ მომავალში ოპოზიცია ელექტორატი თავისკენ წამოიყვანონ, სწორედ ამისკენ არის საჭირო საარჩევნო რეფორმა და საპარლამენტო პროცესი აუცილებელი. გარწმუნებთ, როგორც გაყალბებული არჩევნების ხმამაღალი ბრალდება დაიმსხვრა და ხელში არაფერი დარჩათ აქედან, ისევე დაიმსხრევა რადიკალური ოპოზიციის ხელში, ერთპარტიული პარლამენტის ნარატივი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.