თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელია არის სიმბოლო შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის, რის გარეშეც არაფერი გამოვა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

„მინდა, მოგილოცოთ პირველი ელექტრონული არჩევნების ჩატარება და ნიკა მელიას მივულოცო გამარჯვება. ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო, რის გარეშეც არაფერი გამოვა უკვე იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე. მინდა, ჩვენს ასობით, ათასობით აქტივისტს ვუთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამდენი წელი უძლებს რეპრესიებს, შევიწროებას, არ ღალატობს იდეას და მთავარ საქმეს. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ელექტრონულ არჩევნებში. მინდა, გითხრათ, რომ მომავალში, როგორც კი ამ უზურპატორებს ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას, ყველა ძირითადი გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიერ სწორედ ასე იქნება მიღებული – ელექტრონულ არჩევნებში, ღილაკზე თითის დაჭერით, მთელ მსოფლიოში ქართველები გადაწყვეტენ თავისი სამშობლოს ბედს“, – განაცხადა სააკაშვილმა ყრილობაზე ვიდეომიმართვის დროს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩიეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა