თეგებით ძიება

ადამიანის უფლებათა კომიტეტი დღეიდან „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს

„ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის განხილვას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი დღეს იწყებს. ამნისტიის აქტი ძირითადად, ნაკლებად მძიმე იმ კატეგორიის დანაშაულებს შეეხება, რომლებიც ამავე კანონპროექტით არის შეთავაზებული.

ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე.

კანონპროექტის ინიციატორის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, განცხადებით, მზად არიან აქტიური კონსულტაციები გამართონ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს შორის, რაც საშუალებას მისცემთ ამნისტიის მიერ გათვალისწინებული მუხლებისა და შეთავაზებების დაბალანსებულ ვერსიებზე შეთანხმდნენ.

ამნისტია არ ეხებათ ნარკოტიკების ან მისი ანალოგი საშუალებების რეალიზატორებს და ასევე მასში გათვალისწინებულია ყველა ის დამცავი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც არ დაირღვევა დაზარალებულ მხარეთა ინტერესები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა