თეგებით ძიება
28. 12. 2020 მსოფლიო

მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა- დაღუპულია 1 აზერბაიჯანელი და 6 სომეხი ჯარისკაცი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომეხი სამხედროები თავს დაესხნენ აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს მთიან ყარაბაღში, სოფელ აგდამთან ხოჯავენდის რაიონში. შეტევის შედეგად ერთი მებრძოლი დაიღუპა.

„27 დეკემბერს,15:30 წუთზე სომხეთის უკანონი სამხედრო დაჯგუფებამ აზერბაიჯანის არმიის ნაწილებს ხოჯავენდის მიმართლებით ცეცხლი გაუხსნა, რომლის შემდეგაც აზერბაიჯანის არმიის ჯარისკაცი, განბარობ ელმირ რაიილ ოღლუ დაიღუპა, ხოლო ალიევ ემინ სულეიმან ოღლუ კი დაიჭრა. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდასხმაში მონაწილე ექვსივე მებრძოლი ლიკვიდირებულია. მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში აზერბაიჯანის არმია გადამწყვეტ ზომებს მიიღებს“ - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია, MINVAL-ი ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ საგანგებო მიმართვა გაავრცელა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რომელმაც სომხურ მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან- „ ისინი თუ ერთ ტყვიას მაინც გაისვრიან, გუბადლისა და ზენგილანის რაიონებიდან 5 კილომეტრია სომხეთის საზღვრამდე და იცოდეთ- ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ, თქვენს სახელებს დაივიწყებთ“.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა