თეგებით ძიება

"ბავშვია, ცოტა ვერ არის და ტყეში იყო დაკარგული" - შალვა გულუას ბიძა

ბადრი ესებუას საქმე - კვლავ უცნობია, რატომ მიიმალა ბადრი ესებუას სავარაუდო მოკავშირე, შალვა გულუა. იგი კამერებთან არ ჩნდება.

გულუას დედა აცხადებს, რომ არ იცის ეს დრო სად იმყოფებოდა თავის შვილი.

"მოსულია, კარგად არის... მე არ ვიცი სად იმყოფებოდა. არაფერი კავშირი არ ჰქონდა ბადრისთან", - ამბობს შალვა გულუას დედა, ნუნუ ხუფენია.



გულიას ბიძა კი ამბობს, რომ გულუა "ბავშვია, ცოტა ვერ არის და ტყეში იყო დაკარგული. მისი თქმით გულუას ესებუასთან არანაირი კავშირი არ აქვს".

"ბავშვია, ცოტა ვერ არის და ტყეში იყო დაკარგული. იყო ავარია, არავითარი კავშირი არ გვაქვს ესებუასთან, არ ვართ ტერორისტები. ისეთი თემებია, არ შეიძლება ტელევიზიაში ვილაპარაკოთ", - ამბობს ბიძა, ვალერი გულუა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა