წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რუსმა სამხედროებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ ფახულანში რუსმა სამხედროებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ახალი მავთულხლართები გაავლო, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები:
"მიმდინარე წლის 26-27 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან, განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბროდერიზაციის პროცესი. საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები. საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები" - ნათქვაია განცხადებაში.
წყარო:newpost.ge