თეგებით ძიება

ვფიქრობ, პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ბევრ გადაადგილებას ვნახავთ - სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი თვლის, რომ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ბევრი გადაადგილება იქნება.

„იცით, რომ არჩევნების შემდეგ ყველა პარტიაში შიდა დუღილის პროცესი იწყება, ცვლილებები, ეს არის ბუნებრივი მოვლენა. რა მოხდება და რა შედეგს მიიღებენ როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე სხვა პარტიები, გამოჩნდება მომავალში. არჩევნები უახლოეს მომავალში არ არის დაგეგმილი, ამიტომ, სანამ არჩევნების რეალობის წინაშე დავდგებით, ვფიქრობ, პოლიტიკურ სპექტრში, ზოგადად კიდევ ბევრ გადაადგილებას ვნახავთ. ეს იქნება ალბათ თანმდევი პროცესი. ჩვენ შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარე გამოიცვალა არჩევნების შემდეგ. უკვე საკმაოდ დიდი ცვლილებაა. არჩევნების შემდეგი პერიოდი ზოგადად, ეს არის ისეთი პერიოდი, სადაც ბევრი გადაადგილებებია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა