“მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, გამორიცხულია!” – ნიკა მელია
ვანო მერაბიშვილი იყო შს მინისტრი, რომელმაც ბევრი რაღაცა გააკეთა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მიუხედავად ამისა, ნიკა მელია აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს.
“ვანო მერაბიშვილი იყო შს მინისტრი, რომელმაც ბევრი რაღაცა გააკეთა მარტო პატრულის მაგალითს მოვიყვან შესაფასებლად. კრიმინალთან ბრძოლა იყო გამოცხადებული. ამ ნაწილში ბევრ სასიკეთო საქმესთან ერთად ბევრი შეცდომა და მათ შორის დანაშაული იყო დაშვებული. ვთქვი, რას გავაკეთებდი მის ადგილას და ვფიქრობ რომ ამას თავადაც შეცდომად მიიჩნევს, არ მინდა ამ თემაზე სპეკულირება. მაგრამ იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო.
მაგრამ, ეს ადამიანი იმდენი ხანი იყო ციხეში, რამდენი წელიც შს მინისტრი. “ოცნებიდან” ბევრი 7 წელი კი არა, 7 დღე ვერ გაძლებს სამარტოო საკანში. ეს ყველაფერი ამ ადამიანს თავზე დაარტყა, მაგრამ მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მასთან ვაპირებ პარტიულ თანამშრომლობას. არც ძაგებას ვაპირებ და არც რაიმე სახით რაიმე თანამშრომლობას ვაპირებ. გამორიცხულია. ის ამოცანები, რომელსაც ვუსახავ პარტიას, არ მოდის თანხვედრაში ჩემი და მისი ურთიერთობა. ეს ყველაფერი ხილული გახდება – ვინ არის “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობაში და ვინ არ არის. ეს ყველაფერი მე კი არ უნდა ვიცოდე, არამედ ხალხმა უნდა დაინახოს”, – ამბობს მელია.
"პრაიმტაიმი"